OLIFANTSBERG LARK CHENIN BLANC 2018
65.00₾
გემოვნური მახასიათებლები
ეს ღვინო, როგორც ჩვენი ტერუარის ბრწყინვალე გამოხატულება, კარგად წარმოაჩენს ახალი კურკიანი ხილისა და მკვეთრი ციტრუსოვანი ტონების ბალანსს. აქვს სხეულიანი ტექსტურა და ხანგრძლივი დაბოლოება. ეს გახლავთ ელეგანტული და დახვეწილი სტილის შენინ ბლანი.
მახასიათებლები
- მოსავალის წელი: 2018
- ალკოჰოლი: 14.0%
- ყურძნის ჯიში: რუსანი, გრენაშ ბლანი, შენინ ბლანი
- რეგიონი: ბრედეკლუფ ველი
- შეფასება: პლატერსი – 94, ტიმ ატკინი – 94
- მოცულობა: 750 ml
- SKU: 6009819420553
ყურძენი მოწეულია 12-წლიანი, შპალერზე გაშენებული ვენახიდან, რომელიც მდებარეობს ჩვენი მეურნეობის ქვედა ნაწილში. უმეტესად არის ქვიშაქვის ნიადაგი, რომელსაც ფენა-ფენა დაყვება თიხიანი ფიქალი, რაც უნიკალურ თვისებას სძენს ამ ჯიშს.
ყურძენი დაიჭყლიტა კლერტის გაცლის გარეშე, რათა მიგვეღო ნაზი არომატები. დურილი წარიმართა ბუნებრივ საფუარზე 500 ლიტრიან ფრანგული (5% ახალ) და უნგრული (5% ახალ) მუხის კასრებში. ღვინის მეორე ნაწილმა იდუღა ფრანგული მუხის 2000 ლიტრიან ჩანაში. ღვინო დავარგდა ლექზე 10 თვის მანზილზე, რამაც მას შესძინა მეტი მრავალფეროვნება და ტექსტურა.