OLIFANTSBERG BLANC 2017
65.00₾
გემოვნური მახასიათებლები
ძალიან სასიამოვნო ღვინო, ხილის მრავალფეროვანი არომატით, რომელსაც ასევე გადაკრავს თეთრი ყვავილებისა და გამხმარი მწვანე ბალახეულის ტონები.
მახასიათებლები
- მოსავალის წელი: 2018
- ალკოჰოლი: 13.0%
- ყურძნის ჯიში: სშენინ ბლანი
- რეგიონი: ბრედეკლუფ ველი
- შეფასება: პლატერსი – 93, ტიმ ატკინი – 93
- მოცულობა: 750 ml
- SKU: 6009819420201
კვარციან ნიადაგზე მოწეული რუსანის და თეთრი გრანაშის ყურძენი; მიწაქვიან ნიადაგზე მოწეული შენინი. სარზე და შპალერზე გაშენებული ვენახი.
ჩვენი მიზანია, ვაწარმოოთ თეთრი ღვინის ისეთი ბლენდი, რომელიც ზუსტად წარმოაჩენს ჩვენს მეურნეობას. გემოზე და არომატზე დომინირებს რუსანი (55%) და თეთრი გრანაშის (34%) არომატიკა, ხოლო შენინ ბლანი (11%) ხილის კიდევ უფრო მეტ შტრიხებს სძენს და უფრო კომპლექსურს ხდის ღვინოს. ღვინის გამოპრესვა მოხდა კლერტის გაცლის გარეშე, მთლიანი მტევნებით, იმისათვის რომ მიგვეღო ნაზი არომატების ექსტრაქცია. ბუნებრივი ფერმენტაცია ჩავატარეთ 500 ლიტრიან (5% ახალ ფრანგულ და 5% ახალ უნგრულ) მუხის კასრებში, რომელმაც ღვინოს კიდევ უფრო მეტი კომპლექსურობა შესძინა. ღვინო ლექზე დავარგდა 10 თვის განმავლობაში, პერიოდული ბატონაჟით, რამაც მას შესძინა მეტი სიხალისე და კომპლექტურობა.