De Trafford – Chenin Blanc 2019
115.00₾
გემოვნური მახასიათებლები: ჩალისფერი, მოყვითალო შეფერილობის. არომატზე ახასიათებს ატმის, გარგრის და თაფლის ტონები, რომელსაც თან ახლავს ყვავილოვანი შტრიხები. 2018 წლის მოსავალთან შედარებით, ამ ეტაპზე ოდნავ ნაკლებად გამოხატული, დე ტრაფორდისთვის დამახასიათებელი ტიპიური ზომიერებით. გემოზე კომპლექსური და სავსე. ცინცხალი, ელეგანტური და ზომიერი, თუმცა ძლიერი, გრძელი დაბოლოებით. საჭიროებს დეკანტაციას ან ჭიქაში მცირეოდენ დაყოვნებას. კარგად ეხამება თევზეულს, ზღვის პროდუქტებსა და სუშის. ღვინო მოხმარებისთვის მზადაა და იქნება ოპტიმალურ ფორმაში დაახლოებით 2029 წლამდე.
მახასიათებლები
- მოსავალის წელი: 2019
- ალკოჰოლი: 14.0%
- ყურძნის ჯიში: შენინ ბლანი
- რეგიონი: სტელენბოში
- შეფასება: პლატერსი – 93, ტიმ ატკინი – 92
- მოცულობა: 750 ml
- SKU: 676814000781
ყურძენი ოდნავ დაიჭყლიტა და დაყოვნდა კანთან შეხებით დაახლოებით 2 საათის განმავლობაში, რის შემდეგაც მსუბუქად გამოიპრესა ტრადიიციულ წნეხში. დაემატა გოგირდი და დაყოვნდა 2 დღის განმავლობაში, რის შემდეგაც დუღილი სრულად ჩატარდა კასრში ბუნებრივი საფუარის ხარჯზე. ღვინის მთლიანმა ლოტმა იდუღა და დავარგდა 225, 400 და 700 ლიტრიან კასრებში დაახლოებით 10 თვის განმავლობაში რის დროსაც საჭიროებისამებრ ხდებოდა ლექის დარევა, რათა დასრულებულიყო ფერმენტაცია. გამოყენებულ იქნა ფრანგული ახალი კასრი 10%-ით. ჩატარდა ნაწილობრივი ვაშლ-რძემჟავა დუღილი. მსუბუქად დამუშვდა ბუნებრივი თიხით, ანუ ბენტონიტით. მარანშივე გაუფილტრავად ჩამოისხა ხელით.