De Trafford – Cabernet Sauvignon 2017
95.00₾
გემოვნური მახასიათებლები
საშუალო სიმუქის, ხალისიანი წითელი ფერის ღვინო. არომატზე – კარგად გამოხატული წითელი კენკრისა და დაფქული სანელებლების ტიპიური ტონები, რაც დამახასიათებელია ჰაიდელბერგის მაღლობი ფერდებისთვის, ღვინოს ასევე გადაკრავს ბალახოვანი ტონები. არის ინტენსიური, თუმცა ნაზი და კომპლექსური. გემოზე დახვეწილი სტრუქტურის, უხვად გამოხატული კერკრის, სანელებლებისა და თხილის ტონებით. აქვს ხანგრძლივი და მშრალი დაბოლოება. კარგად ეხამება წითელ ხორცს.
მახასიათებლები
- მოსავალის წელი: 2017
- ალკოჰოლი: 15.0%
- ყურძნის ჯიში: კაბერნე სოვინიონი
- რეგიონი: სტელენბოში
- შეფასება: პლატერსი – 95, ტიმ ატკინი – 93
- მოცულობა: 750 ml
- SKU: 0676814000231
კლერტის გაცლა და დაჭყლეტვა სრულად მოხდა ხელით, 2 ტონიან, თავღია სადუღარ ცისტერნებში. დუღილი სპონტანურად ჩატარდა ბუნებრივი საფუარის ხარჯზე არაუმეტეს 30ºC-ისა. ვენახის მონაკვეთის მიხედვით ჩატარდა დუღილის წინა ან შემდგომი მაცერაცია, 15 დღის განმავლობაში რეგულარული დარევებით. ღვინო პირდაპირ, ტრადიციულ პრესში ერთიანი გამოწნეხვის საშუალებით ჩაიწურა კასრებში მომავალი ვაშლ-რძემჟავა დუღილისთვის ჩასატარებლად. 35% გამოყენებულ იქნა ახალი ფრანგული მუხა, მაღალი ხარისხის….coopers. 22 თვის განმავლობაში ვარგდებოდა კასრებში და იქნა რამდენჯერმე გადაღებული ბუნებრივი ფილტრაციისა და დავარგებისათვის. დასამუშავებლად გამოყენებულ იქნა მხოლოდ გოგირდი, მცირე რაოდენობით. ჩამოისხა ხელით, გაფილტვრის გარეშე.