Barrel Selection Cabernet Sauvignon 2018
69.00₾
გემოვნური მახასიათებლები:
ღვინო არის მუქი ლალისფერი შეფერილობის. ახასიათებს თეთრი მუშკის, დარიჩინის, ალუბლის, სიგარის ყუთისა და ვანილის არომატები. გემოზე არის მრავალფეროვანი, წვნიანი და ბარხატოვანი, ახასიათებს წითელი ხილის, შებოლილი სიგარის ყუთის, მოხალული ნუშის და ალუბლის ლიქიორის ტონები. დაბოლოებისკენ შეიგრძნობა ნაზი, კარგი ტექსტურის ტანინები.
მახასიათებლები
- მოსავალის წელი: 2018
- ალკოჰოლი: 13.5%
- ყურძნის ჯიში: კაბერნე სოვინიონი
- რეგიონი: ფურ პაარდერბერგ
- შეფასება: პლატერსი – 89
- მოცულობა: 750 ml
- SKU: 6009813370236
მარანში მოსვლისთანავე ხდება ყურძნის გაციება, მანამ სანამ იგი გადამუშვდება. გაციების შემდეგ, ეცლება კლერტი და ცივ მაცერაციაზე ყოვნდება ორი დღის განმავლობაში, ვიდრე ბუნებრივი დუღილი დაიწყებოდეს. მრთელი და დაჭყლეტილი მარცვლების კომბინაცია საშუალებას იძლევა ტანინების ნელი ექსტრაქციის და გვაძლევს ხილის ინტენსიურ არომატურ პროფილს. დუღილი მიმდინარეობს თავღია ჭურჭელში სადაც სათანადო ექსტრაქციისთვის დარევა ხდება ხელით. დუღილის შემდეგ, მაცერაციას ვახანგრძლივებთ კიდევ ერთი კვირით. გახანგრძლივებული მაცერაცია იძლევა საშუალებას უკეთ გამოვიდეს ნივთიერებები კანიდან, რის შედეგადაც ვიღებთ უფრო ჰარმონიულ ღვინოს. ღვინო ამის შემდეგ გადაგვაქვს 300 ლიტრიან უნგრული მუხის კასრებში, ხოლო კანს ვპრესავთ ტრადიციულ წნეხში. ვაშლ-რძემჟავა დუღილი სრულად ტარდება კასრში, რის შემდეგაც ხდება ღვინის გადაღება. საბოლოოდ ვაბრუნებთ კასრში სადაც ვაყოვნებთ კიდევ ერთი წელი. ჯამში 18 თვინიანი პერიოდისა კასრში, ღვინოს ვასხამთ და ბოთლში ვაძველებთ კიდევ ერთი წლით, მის გაყიდვამდე.