Vondeling Petit Blanc Chenin Blanc 2020
29.00₾
გემოვნური მახასიათებლები:
ღვინოს აქვს საუცხოო, ლაიმის ღია შეფერილობა. არომატზე მოდის კარგად გამოხატული ტროპიკული ხილი, გუავას, მარაკუიას და ნესვის ტონები, რომელსაც თან ახლავს საინტერესო ყვავილოვანი, პარფიუმის შტრიხები. გემოზე ახასიათებს თეთრი ატმის, კივის და ვაშლის ტონები, რომელსაც დაბოლოებისკენ თან ერთვის ციტრუსის ხალისიანი და მკვეთრი არომატები. ეს სხეულიანი და ცინცხალი ღვინო მზიან დღეებში კარგად ეხამება კრევეტების რიზოტოს, ლობსტერს, რბილ ყველს.
მახასიათებლები
- მოსავალის წელი: 2020
- ალკოჰოლი: 12.5%
- ყურძნის ჯიში: შენინ ბლანი
- რეგიონი: ფურ პაარდერბერგ
- შეფასება: პლატერსი – 82
- მოცულობა: 750 ml
- SKU: 6009813370199
ყურძენი გრილ, ადრიან დილას მოკრეფისთანავე გადამუშავდა. კლერტის გაცლის შემდეგ ყურძენი გავაგრილეთ მანამ, სანამ გამოვპრესავდით. ამ მეთოდით ჩვენ ვიღებთ ხილის ტონების მინიმაურ გარდაქმნას. თვითნადენი და გამოპრესილი წვენი შევინახეთ ცალკ-ცალკე და თითოეულს მივუდექით მათი ხასიათიდან გამომდინარე. ღვინომ, ხესთან შეხების გარეშე, დაბალ ტემპერატურაზე იდუღა უჟანგავი ფოლადის ჭურჭელში. ამ მეთოდით ჩვენ ვიღებთ ცინცხალ და ენერგიულ ღვინოს, სადაც წინ წამოწეულია ბუნებრივი არომატები. დუღილის შემდეგ, მანამ სანამ მათ შევურევდით ერთმანეთში, დავამუშვებდით და ჩამოვასხავდით, ორივე ღვინო დავავარგეთ ლექზე, რათა მიგვეღო მეტი სხეული და ლექის არომატიკა.