Cape Point Vineyards

კეიპ პოინტ ვინეარდსი არის ოჯახის მფოლობელობაში, ქალის მიერ მართული მევენახეობა, რომელიც მდებარეობს ნორდოკში, კეიპის ნახევარკუნძულზე, ცნობილი  Champman’s Peak ის მთის ფერდობებზე და გადაჰყურებს ატლანტის ოკეანეს, რომელიც მდებარეობს ვენახებიდან 1,2 კმ-ში.

ცივი ზღვის ბრიზი და ანტიკური მთის მოიწა ქმნიან უნიკალურ ტერუარს, გვიანი მოსავლით, რომელიც განაპირობებს მსოფლიო კლასის სოვინიონ ბლანს, გაჯერებულს მინერალებით და საოცარი კომპლექსურობით.

კაიპ პოინტი არის ერთადერთი მეღვინეობა ნახევარკუნძულზე და მათ 1998 წლიდან  მონოპოლიზირებული აქვთ ადგილწამოშობის დასახელება Cape point wine of origin. მაშ შემდეგ აქვთ ვესტერნ კეიპში გამორჩეული სოვინიონის რეპუტიცია, მათ შორის Isliedh ( აილი), რომელიც არის საკულტო სამხრეთ აფრიკული თეთრი ღვინო. ახალგაზრდა მეღვინე რიანდრი ვისერი დიდი ოსტატობით აგრძელებს ამ მემკვიდრეობასა და რეპუტაციას.

რიანდრი ვიზერი

რიანდრი ახალგაზრდა და ნიჭიერი მეღვინეა, იმდენად ერთგული სოვინიონ ბლანის რომ მან თავის ძაღლს სოვინიონი დაარქვა, ხოლო კატებს ლუარა და სანსერი. მან მუშაობა კეიპ პოინტში 2014 წელს დაიწყო, როგორც დუნკან სავაჟის დამხმარე მეღვინემ. 2016 წელს ის დააწინაურეს მთავარ მეღვინედ.