Vondeling Baldrick Shiraz 2019
29.00₾
გემოვნური მახასიათებლები:
ღვინოს აქვს მუქი იისფერი შეფერილობა, მეწამული ანარეკლით. მწიფე ქლიავის და თუთის არომატს კიდევ უფრო აძლიერებს ალუბლის ყვავილი და იის ტონები, რომელსაც ასევე თან ახლავს დარიჩინის ნაზი და თეთრი პილპილის არომატული ტონები. გემოზე არის საკმაოდ რბილი, ახალგაზრდა მაგრამ მრგვალი ტანინებით. გემოზე მოგვიანებით მოდის მოცვი, შემწვარი ზეთის ხილის ტონი და რბილად გამოხატული ტკბილი სანელებლები. ეს მრავალფეროვანი, ცოცხალი, საშუალო სხეულიანი ბოლდრიკ შირაზი კარგი არჩევანია არაერთ კერძთან ერთად მისართმევად, ისევე როგორც სადღესასწაულოდ. გირჩევთ იგი მიირთვათ, კარგად შემწვარ ბატკნის ხორცთან, სტეიკთან და პიურესთან, რომელსაც ახლავს კარამელიზებული ხახვის საწებელი.
მახასიათებლები
- მოსავალის წელი: 2019
- ალკოჰოლი: 13.5%
- ყურძნის ჯიში: სირა
- რეგიონი: ფურ პაარდერბერგ
- შეფასება: პლატერსი – 87
- მოცულობა: 750 ml
- SKU: 6009813370212
ყურძენი შეირჩა ხელით და გაგრილდა მომდევნო ღამის განმავლობაში, მანამ სანამ ნაწილობრივ გაეცლებოდა კლერტი და დაჭყლეტვის გარეშე მოთავსდებოდა თავღია სადუღარ ჭურჭელში. დურდო ცივ მაცერაციაზე გაჩერდა 48 საათის განმავლობაში, ვიდრე სპორტანურად დაიწყებდა დუღილს. დუღილი ჩატარდა 22°C-ზე. ფერმენტაცია სრულად ჩატარდა ველური საფუვრით. დუღილის დროს, დურდოს ვურევდით ხელით და არა პომპით. ამ მეთოდის საშუალებით ვაღწევთ ღვინოზე მეტ კონტროლს და მის მეტ ექსპრესიულობას. დურილის დასრულებისას, გამოპრესვას ვაკეთებთ ტრადიციულ პრესში და ღვინო გადაგვაქვს 500 ლიტრიან მეორად და მესამედ ფრანგული მუხის კასრებში. ვაშლ-რძემჟავა დუღილი ჩატარდა კასრში, რამაც ხელი შეუწყო ღვინის დარბილებას და მასში ბუნებრივი არომატების მიღებას. ღვინო კიდევ წელიწადზე მეტი გაჩერდება კასრში, მეტად დასავარგებლად და მეტი არომატების გამოსატანად.