Cape point vineyards Isliedh 2019
130.00₾
გემოვნური მახასიათებლები:
ეს ღვინო არის შესანიშნავი ნაზავი კეიპის სანაპიროზე მოწეული სოვინიონ ბლანისა და მდიდარ ტექსტურიანი სემიიონის. ორივე ჯიში ღვინოს სძენს კომპლექსურობას. ამ ბლენდს ახასიათებს თეთრი ორქიდეას სასიამოვნო ყვავილოვანი ტონები, ასევე ვარდისა და ატმის ყვავილის შტრიხები. ჭიქაში ხილი არის ძალიან ექსპრესიული, სადაც იგრძნობა თეთრი ხილის, მწიფე მანდარინის, წითელი გრეიფფრუტის, ლეღვის და ლიმნის მარმელადის ჰარმონიული ნაზავი. მუხის ყვავილოვანი სანელებლები ნედლ ბეგქონდარასთან ერთად ღვინოს ხდის კიდევ უფრო კომპლექსურს. ღვინო გემოზე არის მდიდარი, მომლაშო, სხეულიანი, კარგი ტექსტურით, რისი კლასიკური მინერალობაც საკმაოდ ხანგრძლივად მიგყვებათ.
მახასიათებლები
- მოსავალის წელი: 2019
- ალკოჰოლი: 14.0%
- ყურძნის ჯიში: სოვინიონ ბლანი, სემილიონი
- რეგიონი: კეიპ პოინტ
- შეფასება: პლატერსი – 96, ტიმ ატკინი – 96
- მოცულობა: 750 ml
- SKU: 6009653690594
ყურძენი მოიკრიფა ხელით ციცაბო ფერდებზე დილა ადრიანად. სოვინიონ ბლანი ნაწილმა იდუღა ფრანგულ მუხაში. სემიიონმა კი თიხის ამფორაში, უძველესი ტრადიციის მიხედვით, იმისათვის რომ კარგად წარმოჩენილიყო მისი მინერალური ხასიათი, რომელიც ისედაც მოსდევს ამ ღვინოს. 10 თვე დაჰყო პირველად ლექზე კასრში, რის შემდეგაც 5 თვე გაატარა უჟანგავ ფოლადში საფუვრის ლექზე.