Sijnn red 2017
150.00₾
გემოვნური მახასიათებლები
მეწამული შეფერილობის. არომატზე მოდის სასიამოვნო ახალი ველური კერნკრის ტონები, რომელსაც თან ახლავს ძირტკბილას/ცერეცოს შტრიხი, რომელიც მალგასის ტიპიურ მახასიათებლად ითვლება. გემოზე არის მსუყე და ხილოვანი, რაც საბოლოოდ იკვრება კარგად კონცენტრირებული სტრუქტურით. უკვე კარგია მისართმევად, თუმცა მისი ოპტიმალური დაძველებაც მოსალოდნელია. გემოზე მოგვიანებით მოდის არომატული ხილის ნამცხვრის ტონები რაც ბოლოვდება ხანგრძლივი, მშრალი, ხავერდოვანი დაბოლოებით.
მახასიათებლები
- მოსავალის წელი: 2017
- ალკოჰოლი: 14.0%
- ყურძნის ჯიში: სირა, ტურიგა ნასიონალი, ტრინჩადერა, მუვედრი, კაბერნე სოვინიონი
- რეგიონი: მალხაზი
- შეფასება: პლატერსი – 95, ტიმ ატკინი – 93
- მოცულობა: 750 ml
- SKU: 0676814001696
ყურძენი დაიკრიფა ხელით, რისი ტრანსპორტირებაც მოხდა პატარა ყუთებით დილის გრილი ამინდის პირობებში. გაეცალა კლერტი და ნაზად დაჭყლეტვის შემდეგ ჩაიწურა პატარა თავღია ჭურჭელში, ხოლო მეორე ნაწილი სრული მტევნებით ჩაიწურა მუხის ჩანებში. დუღილი წარიმართა ბუნებრივ საფუარზე, მაქსიმუმ 29°C-ზე. 9 დღიანი მაცერაციის შემდეგ, მოხდა ქუდის დარევა (პიჟაჟი) დღეში 2-3 ჯერ. ერთიანად გამოიპრესა ტრადიციულ წნეხში, ვაშლ-რძემჟავა დუღილი კი ჩატარდა კასრებში. დავარგება მოხდა, პირველ წელს, 225 ლიტრიან ფრანგული მუხის კასრებში, ხოლო მომდევნო წელს კი ძირითადად 700 ლიტრიან კასრებში. 22 თვის განმავლობაში დავარგდა 20%-იან ახალი მუხის კასრებში. ჩამოისხა ხელით, დამუშვებისა და გაფილტვრის გარეშე.