Bowwood Pinotage 2017
175.00₾
გემოვნური მახასიათებლები:
ღვინო არის გასაოცრად მუქი შეფერილობის, მუქი იისფერი და წითელი ელფერით. მაყვლის და ალუბლის ინტენსიურ ბუკეტს თან ერთვის ტკბილი მიხაკის და მუხის რბილი ვანილოვანი ტონები. მკვეთრად გამოხატული ხილი, ოდნავ სანელებლებთან ერთად დიდხანს გვყვება გემოზე, სადაც დაბოლოებისკენ ჩნდება კიდევ მოხალული ნუშის და გადაჭრილი სიგარის ტონი. გემოზე ღვინო არის მრავალფეროვანი და მდიდარი, რბილი მჟავიანობითა და უხვი, დელიკატური ტექსტურის ტანინებით. ეს არის გემოთი დახუნძლული, ჩინებული, თანამედროვე სტილის ღვინო.
მახასიათებლები
- მოსავალის წელი: 2017
- ალკოჰოლი: 14.0%
- ყურძნის ჯიში: პინოტაჟი
- რეგიონი: ფურ პაარდერბერგ
- შეფასება: პლატერსი – 92
- მოცულობა: 750 ml
- SKU: 6009813370007
ყურძენი ხელით იქნა დაკრეფილი თებერვლის დასაწყისში, 25 ბრიქსზე. კლერტის გაცლამდე, მოხდა მტევნების გაციება. მარცვლების დუღილი ჩატარდა დაჭყლეტვის გარეშე. ამით ვაღწევთ ტანინებისა და ფერის ეტაპობრივ ექსტრაქციას, რაც საბოლოოდ გვაძლევს დახვეწილობას, ბალანსს და სიცოცხლისუნარიანობას ღვინოში. მარცვლების დუღილი ჩატარდა თავღია სადუღრებში, რისი საშუალებითაც მეღვინეს უადვილდება დუღილის პროცესის გაკონტროლება და შესაბამისი მანიპულაციების ჩატარება. ღვინის დარევა ზედმიწევნით ხდებოდა 5 დღის განმავლობაში, რის შემდეგაც ტრადიციული წნეხით გადავიტანეთ ახალ და მეორად, 300 ლიტრიან ამერიკულ მუხის კასრებში. ვაშლ-რძემჟავა დუღილი ჩატარდა კასრში, რის შედეგადაც მივაღწიეთ მეტ ჰარმონიულობას და მუხის ტონების ოდნავ ინტეგრაციას ღვინოში. ღვინო კიდევ ვარგდება საფუარზე და ვაშლ-რძემჟავა დუღილის ლექზე 14 თვის განმავლობაში. რის შემდეგაც აირჩევა საუკეთესო 8 კასრი, შეერევა ერთმანეთს და ისევ დაბრუნდება კასრში მომდევნო 6 თვის მანძილზე. საბოლოოდ, ღვინო გადადის უჟანგავი ფოლადის ჭურჭელში, მისი სტაბილიზაციისთვის, შემდგომ კი ვასხამთ ბოთლებში და ვაძველებთ ამგვარად ერთი წლის განმავლობაში, მის გაყიდვამდე.