Barrel Selection Chardonnay 2020
69.00₾
გემოვნური მახასიათებლები:
ღვინო არის კრიალა, ცოცხალი ოქროსფერი ანარეკლით. არომატზე აქვს დაჭრილი მსხლისა და ატმის ყვავილის საუცხოო ტონები, რაც გადაჯაჭვულია ლაიმისა და კარამელიზებური შვრიის ნაზ არომატებთან. ღვინო არის სხეულიანი, თუმცა გემოზე საკმაოდ საგრძნობი. ცინცხალი ვაშლისა და მწიფე ციტრუსს თან ახლავს კრემ-ბრულეს და მოხალული ნუსის ტონები. ღვინოს აქვს ცინცხალი არომატები და დახვეწილი დაბოლოება.
მახასიათებლები
- მოსავალის წელი: 2019
- ალკოჰოლი: 13.5%
- ყურძნის ჯიში: შარდონე
- რეგიონი: ფურ პაარდერბერგ
- შეფასება: პლატერსი – 89
- მოცულობა: 750 ml
- SKU: 6009813370311
ყურძენი სრულად მოიკრიფა ოპტიმალური სიმწიფისას დილა ადრიანად. შემდგომში მოხდა მათი გაციება გრილ ოთახში, მომდევნო დღეს მათი გადამუშვებისთვის. გამოწნეხვა მოხდა კლერტგაუცლელად, რაც ამცირებს უხეში ფენოლების გადასვლას ღვინოში და ხელს უწყობს ყურძნის ბუნებრივი სიხალისის შენარჩუნებას. ყურძნის ტკბილი არ დავაყოვნეთ დალექვაზე და პირდაპირ გადავიტანეთ 400 ლიტრიან ფრანგული მუხის კასრებში სადაც წარიმართა სპონტანური დუღილი. იქედან გამომდინარე, რომ გოგირდი არ იქნა დამატებული, ვაშლ-რძემჟავა დუღილი წარიმართა შეუფერხებლად. ღვინო დავარგდა ლექზე 7 თვის განმავლობაში, რის შემდეგაც გადავიტანეთ უჟანგავ ჭურჭელში და შემდეგ ისევ 4 თვით დავაბრუნეთ კასრებში. მანამ სანამ ღვინის დამუშვება და ჩამოსხმა მოხდება, ღვინო 11 თვეს ატარებს კასრში.